რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები ქალებისთვის საზეიმო მიღება გამართა

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა – რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები ქალებისთვის საზეიმო მიღება გამართა და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიება, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე „ილიას ბაღში“ გაზაფხულის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა – რიმა ბერაძემ გახსნა, ქალებს გაზაფხულის დადგომა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ყველა დღესასწაული მიულოცა.
მისასალმებელ სიტყვაში რიმა ბერაძემ რაიონში უკვე შესრულებული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
„გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით ქალბატონებისადმი მიძღვნილი გაზაფხულის კვირეულის ჩატარება გადაწყდა. კვირეულის ფარგლებში, რომელიც 3 მარტს – „დედის დღეს“ დაიწყო, ჩუღურეთის რაიონის თითქმის ყველა დედას მივულოცეთ ეს ლამაზი დღესასწაული, მისალოცად ყველა სოციალურად დაუცველ დედასთან მივედით ოჯახებში და მშვიდობა და სიხარული ვუსურვეთ.
დღევანდელ ღონისძიებაზე ჩუღურეთის რაიონის ქალბატონების თითქმის ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი შეიკრიბა. გვინდა მათ გაზაფხულის დღესასწაული, ქალთა დღე მივულოცოთ. ვაცნობოთ გაწეული სამუშაოების და სამომავლო გეგმების შესახებ. ჩემი პრიორიტეტი და სამიზნე ჯგუფები პრობაციონერი ქალბატონები, ემიგრაციაში მყოფი დედები, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი და დევნილი ქალბატონები არიან. ყველა ამ ჯგუფთან აქტიური კოორდინაცია და მათი პრობლემების აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
ღონისძიებაზე შეკრებილ ქალებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი მიესალმნენ და მათ და გაზაფხულის დღესასწაული მიულოცეს. საკრებულოს ცნობით, საზეიმო მიღებაზე 20 სხვადასხვა ნომინაციაში, ჩუღურეთელი ღვაწლმოსილი და დამსახურებული ქალბატონები, მრავალშვილიანი და გმირი დედები, შშმ და იუბილარი ქალბატონები დაჯილდოვდნენ და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. საზეიმო მიღებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, თბილისის სხვადასხვა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები