პრემიერ-მინისტრმა სოფელ წნისში მეცხოველეობის ფერმა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ წნისში მდებარე კომპანია Georgian Business Zone დაათვალიერა. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს აგროკომპანიას, რომელსაც საკუთრებაში 25 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, 150 ჰექტარი საძოვარი, 5 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი, ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრე მეურნეობა, ISO სერტიფიცირებული HACCP-ის სტანდარტების მქონე რძის გადამამუშავებელი საწარმო, პირუტყვის საკვების მწარმოებელი საწარმო გააჩნია.
კომპანიამ Georgian Business Zone საერთაშორისო სტანდარტების მქონე ფერმა სწორედ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გახსნა, სადაც 45 ადამიანია დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 2013 წლიდან დღემდე, გაცემულია 24 301 სესხი 687,912,952 ლარის ოდენობით და 1 572 სესხი 182,130,048 აშშ დოლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში გაიხსნა 131 ახალი საწარმო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები