თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ბაბუშერაში დაღუპულთა დაკრძალვას დაესწრნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერის აეროდრომზე დაღუპული გმირების დაკრძალვას დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ დაკრძალვის ცერემონიალზე მთავრობის სხვა წევრებიც მყოფებოდნენ, მათ შორის ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის მერი დავით ნარმანია და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც. დაკრძალვის ცერემონიალზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვეს: თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველის შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ.
„ჩვენთვის, აფხაზეთის ომის ვეტერანებისთვის, ორმაგად მნიშვნელოვანია ამ გმირების ნეშტის გადმოსვენება. დღეიდან მათ ოჯახის წევრებს საფლავებზე მისვლა შეეძლებათ, რითაც ოდნავ მაინც შეუმსუბუქდებათ ახლობლების დაღუპვით მიყენებული ტკივილი… მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ გმირების ჩამოსვენების საქმეში“, – განაცხადა პოლკოვნიკმა ჯაბახიძემ.
აღსანიშნავია, რომ ცერემონიალში გენშტაბისა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრი და პირადი შემადგენლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები