დავით ნარმანიამ ბაბუშერის აეროპორტში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში დაღუპული გმირების ხსოვნას დღეს სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო.
“დღეს, რა თქმა უნდა, ტრაგიკული დღეა. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც წლებია ელოდებოდნენ თავიანთი შვილების, მამების გადმოსვენებას და მიწას მიბარებას. მათი სურვილი იყო, რომ მათ მუდმივი განსასვენებელი ჰქონოდათ. მათ მივაბარებთ ქართულ მიწას და ისინი იქნებიან იმ ადამიანების გვერდით, რომელთა გვერდითაც იყვნენ მთელი იმ დროის განმავლობაში. ეს იქნება ადგილი, სადაც ოჯახების წევრები, თითოეული ჩვენგანი შევძლებთ მივიდეთ და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები