პაატა ბურჭულაძე – ვისურვებდი, ისეთი საქართველო გვქონდეს, როგორზეც ეს გმირები ოცნებობდნენ

“საქართველოს განვითარების ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა პაატა ბურჭულაძემ სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერის აეროდრომზე დაღუპული გმირების პანაშვიდის შემდეგ განაცხადა, რომ ისურვებდა, ისეთი საქართველოში ეცხოვრა, რომელზეც გარდაცვლილი გმირები ოცნებობდნენ.
“ვისურვებდი, გვქონდეს ისეთი საქართველო, როგორიც უნდოდათ და როგორზეც ოცნებობდნენ ეს გმირები, რასაც სიცოცხლე შესწირეს ამ ახალგაზრდებმა. მეტიც, მინდა, სულ მალე იყოს ისე, რომ საჭირო აღარ გახდეს გადმოსვენება, რადგან სამაჩაბლო, აფხაზეთი და საქართველო ეს არის ერთი და მინდა ჩვენ გვქონდეს იმის საშუალება, რომ ჩავიდეთ იქ და პატივი მივაგოთ ამ ადამიანებს და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად დავიტიროთ ეს ხალხი. პატივი ვცეთ მათ ხსოვნას. ისინი ჩვენი, საქართველოს შვილები არიან და მე ვიმედოვნებ, მალე ასე იქნება”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები