თინა ხიდაშელი ბაბუშერაში დაღუპული გმირების პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერის აეროდრომზე დაღუპული ქართველი მებრძოლების პანაშვიდს დაესწრო.
დაღუპული გმირების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს და თანადგომაც გამოუცხადეს.
„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სახელმწიფომ მოახერხა დაღუპული მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენება, სადაც შესაძლებელი გახდება მათ საფლავებთან მისვლა და ხსოვნის პატივის მიგება. ახლობლებისთვის კი, ემოციების გამოხატვა და გახსენება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ დაღუპული გმირების ნეშტს დღეს 14 სთ. დიღმის ძმათა სასაფლაოზე გადაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონიალი დღეს 15 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები