ტოლფიანკას ტბაზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ ყულევის ტერიტორიაზე, ტოლფიანკას ტბაზე სამართალდამრღვევი სახლართი ბადით თევზაობდა. სამმართველოს თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმი შეადგინეს.
12835022_1048014458597768_625913605_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები