იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში 10 მარტს მშობელთა სკოლას გახსნიან

10 მარტს იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მშობელთა სკოლას გახსნიან. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსპიტალის წამყვანი პედიატრები ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს მშობლებისთვის სხვადასხვა აქტუალურ თემაზე უფასო ღია გაკვეთილებს ჩაატარებენ.
აღსანიშნავია, რომ სოციალური პროექტი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას კონკრეტული დაავადებებისა და გადაუდებელი მდგომარეობების შესახებ. სალექციო თემები წინასწარ არის განსაზღვრული და მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ მათთვის საინტერესო გაკვეთილი. იმისათვის, რომ უფასო ლექციებს დაესწროთ, აუცილებელია ტელეფონის ან ელექტრონული ანკეტის მეშვეობით დარეგისტრირდეთ. თითოეულ ლექციაზე დამსწრე მშობელთა რაოდენობა 50 ადამიანამდეა შეზღუდული. დამატებითი ინფორმაციას მსურველებმა შესაძლოა, ჰოსპიტალის ფეისბუქის გვერდზე მოიძიონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები