“საპარტნიორო ფონდსა” და Huahe International-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თანმშრომლობის გაღრმავების მიზნით, “საპარტნიორო ფონდსა” და ჩინეთის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Huahe International-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნულ დოკუმენტს ხელი “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ჩინეთის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Huahe International-ს პრეზიდენტმა ლიუ ჩუან უმ მოაწერეს.
შეგახსენებთ, რომ “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტრი დავით საგანელიძე 2016 წლიდან აღნიშნული კომპანიის მიწვევით Huahe International-ის კონსულტანტ მრჩეველია.
გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყონ საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას, ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების განხორციელებას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის უმსხვილესი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია მასშტაბური პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები