გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში სანათები დააზიანეს

გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში უცნობმა პირებმა ახლად დამონტაჟებული სანათები და ელექტროსადენები დააზიანეს. თბილისის მერიის შპს „უძრავი ქონება-თბილისის’’ მონიტორინგის ჯგუფის მიერ, გმირთა მოედნის ახლად გარემონტებულ მიწისქვეშა გადასასვლელში მსგავსი შემთხვევა, 23 იანვრიდან დღემდე, უკვე მე-4-ედ დაფიქსირდა. მონიტორინგის ჯგუფმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა და საქმე საბურთალოს რაიონულ განყოფილებაშია აღძრული. რაც შეეხება დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებს, ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები სხვა ლოკაციებზეცაა დაფიქსირებული. თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ დედაქალაქის ინფრასტრუქტურა.
12795464_1055882274457657_1852920778189021265_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები