მარნეულში ახალი საწარმო გაიხსნება

სამთავრობო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „კარიერი 2015“-ის მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ილმაზლოში მდებარე 31232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.
როგორც “კვირას” სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, უძრავ ქონებაზე შპს “კარიერი 2015” მინერალური პროდუქტების საწარმოს შექმნის მიზნით 187 392 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში მოხდება ყველა სახის შეღებილი და შეუღებავი ბუნებრივი ქვიშის წარმოება. კომპანია წლიურად არანაკლებ 100 000 კუბური მეტრი ბუნებრივ ქვიშის წარმოებას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები