ახმეტაში ეთერზეთების, ცხოველების საკვების და ტექსტილის ნაწარმის საწარმო შეიქმნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „აგროარომა ჯგუფს“ 324 000 ლარად ქალაქ ახმეტაში, ორბელიანის ქუჩაზე მდებარე 70754 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადასცა.
როგორც “კვირას” სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, შპს „აგროარომა ჯგუფი“ ეთერზეთების, ცხოველების საკვების და ტექსტილის ნაწარმის მწარმოებელ საწარმოს შექმნის, რისთვისაც არანაკლებ 1 200 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში სულ მცირე 62 ადამიანი დასაქმდება. პროდუქცია გათვლილია ევროპის და ამერიკის ბაზრებზე გასატანად. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფომ მხარი დაუჭირა უკვე 152 საწარმოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები