აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, აგლაძის ქუჩაზე ამორტიზებული სანიაღვრე სისტემის გამოცვლა და დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი ხორციელდება, პარალელურად მზადდება საფუძველი ასფალტის ახალი საფარის დასაგებად, ასევე ეწყობა ახალი ბორდიურები.
მათივე ცნობით, აგლაძის ქუჩის პარალელურად საგზაო სამუშაოები სამებისა და მახათას ეკლესიების დამაკავშირებელ გზაზე, დაბა წავკისში თბილისი-კოჯრის გზის მონაკვეთსა და კრწანისის რაიონში ღოღობერიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოები თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური შეკეთების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები