ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით კომპანია “სტერეო +” განცხადებას ავრცელებს

ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით კომპანია “სტერეო +” განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ციფრული მაუწყებლობის გავრცელების არეალის გაფართოება წარმატებით მიმდინარეობს. ამის გარდა, კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ციფრული სიგნალის მიღება, ღია ეთერით უკვე შესაძლებელია გუდაურში და არაგვის ხეობაში. “ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა 2015 წელს წარმატებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ახალი ტექნოლოგიური პლატფორმისთვის საჭირო ყველა ღონისძიება უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში წარმატებით დაასრულა”,- აღნიშნავენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები