ეკომიგრანტთა 215 და 145 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

200-ზე მეტ ეკომიგრანტს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი დაუკანონდება და ეს პროცესი გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეკომიგრანტების, წლების განმავლობაში გადაუწყვეტელ საკითხზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.
მთავრობა დღევანდელ სხდომაზე ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას 145 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლების დაკანონების შესახებ.
„ეს არის ამოცანები, რომელთა გარშემო ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური კონცენტრირება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები