“ნატვრის ხის” ბენეფიციარს ჰედვიგის კლინიკაში 13-საათიანი ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა

საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის” დამფუძნებლის ნინო სურგულაძის ინფორმაციით, “ნატვრის ხის” ბენეფიციარს გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში, ჰედვიგის კლინიკაში 13-საათიანი ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა.
“ნატვრის ხის” ბენეფიციარს, პატარა გიო ბეჟუაშვილს დღეს გერმანიაში ქალაქ რეგენსბურგში, ჰედვიგის კლინიკაში 13-საათიანი ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა.
გიოს დედამ ახლახან გვაცნობა, რომ ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა და ყველაფერი კარგად არის.
ვუსურვებთ პატარა გიოს გამოჯანმრთელებას და მოუთმენლად ველოდებით საქართველოში”, – აცხადებს სურგულაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები