კრწანისის რაიონის გამგებელმა უსინათლო მანდილოსნებს დედის დღე მიულოცა

კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ შენობაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. კრწანისის გამგეობის ინფორმაციით, უსინათლო დედებს 3 მარტი კრწანისის გამგებელმა, გიორგი კოპალეიშვილმა, გამგებლის მოადგილემ, ლალი ბირკაძემ და გამგეობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
გამგეობის ინიციატივით, დღევანდელი დღე „უსინათლოთა კავშირში“ კონცერტით აღინიშნა. მთისა და ქალაქური ფოლკლორი დებმა ნაყეურებმა, დებმა ზვიადაურებმა და მარიამ ელიეშვილმა წარმოადგინეს, ქაშუეთის მგალობელთა გუნდმა – „აღსავალი“ კი საგალობლები შეასრულა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა „უსინათლოთა კავშირის“ კულტურის ცენტრის ქალთა და ვაჟთა ანსამბლი – „კრწანისი“. საკუთარი ლექსები წაიკითხეს „უსინათლოთა კავშირის“ წევრებმა – რევაზ ტატანაშვილმა, ცირა ვეფხვაძემ და ამირან ლოლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები