სატყეო სააგენტოს თანამშრომელმა 500 -მეტრიანი მონაკვეთი ნახევარ საათში გაცურა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელმა მაია ნაცვლიშვილმა, თბილისის ზღვაზე 500- მეტრიანი მონაკვეთი ნახევარ საათში გაცურა.
აქცია დედის დღესთან დაკავშირებით, მრავალშვილიანი დედებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, მათი აქტიური ცხოვრებისაკენ წახალისებასა და ქალების მიმართ ძალადობის დაგმობას ემსახურება. ღონისძიებას სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კლუბ ,,აია-არგოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები