ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ორსულებს დედის დღე მიულოცა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა ორსულებს უმასპინძლდა და მათ დედის დღეც მიულოცა. მინისტრის მოადგილემ მათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამები გააცნო.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმას, რომელიც სამეანო დაწესებულებების დონეებად დაყოფას გულისხმობს და დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის რისკის შესაბამის მოვლას უზრუნველყოფს. აღნიშნულ შეხვედრას გინეკოლოგები – ნუკრი კინტრაია და თინიკო გაგუაც ესწრებოდნენ. მომავალმა დედებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები თავად ექიმებისგან მოისმინეს. ნინო ბერძულმა ორსულებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.
12825256_1665529520365285_1662857060_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები