ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცა

დედის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცა.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოცდახუთამდე სამ და მეტი შვილის დედას ფასიანი საჩუქრები და გამგებლის მისალოცი ბარათები გადაეცათ. 3 მარტი მრავალშვილიან დედებს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, გამგებლის მოადგილემ – გიორგი ღურჯუმელიძემ მიულოცეს. ღონისძიება მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა. „მინდა ყველა დედას მივულოცო ეს დღესასწაული. ბევრი შვილის დედობა განსაკუთრებული მადლია. ვულოცავ მათ, ვინც ამ დღეს დედის სტატუსით შეხვდა და დღეს გახდა დედა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მრავალშვილიანი დედების ყოფის შემსუბუქებას. მიმდინარე წელს მუნციპალიტეტი მათ კიდევ უფო გაუმჯობესებულ სერვისს შესთავაზებს,“ -აღნიშნა გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
12821965_1290947847587869_478181207_n

12788155_1290947867587867_922205171_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები