ქუთაისის მერიამ მრავალშვილიან დედებს 300 ლარი გადასცა

ქუთაისის მეიამ მრავალშვილიან დედებს, დედის დღესთან დაკავშირებით 300 ლარი გადასცა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების და სოციალური სამსახურის ინიციატივით, ქუთაისის კულტურის სახლში სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი დედებისათვის პერფორმანსიც მოეწყო. დედებს დღევანდელი დღე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მიულოცეს. საზეიმო ცერემონია სადღესასწაულო მიღებით დასრულდა.
მრავალშვილიანი დედების დასახმარებლად ქუთაისის მერიაში სხვადასხვა პროგრამა მოქმედებს. მაგალითად, იმ დედებს, რომელთაც 4 ან მეტი შვილი ჰყავთ, ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 30 ლარი ერიცხებათ. მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს კი – 40 ლარი. რაც შეეხებათ მშობიარეებს, მათ მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ, მერია 1000 ლარს ურიცხავს, მეხუთე ბავშვზე თანხა -1 100 ლარს შეადგენს, მე-6 ბავშვზე – 1 200 ლარს და ა.შ. იმ დედებს, რომელთაც 5 შვილი ჰყავთ, წელიწადში ერთხელ, სიმბოლურად 500 ლარი ერიცხებათ. 6,7,8 შვილზე კი -700 ლარი . ხოლო 9 და მეტშვილიან დედას ყოველწლიურად 1 000 ლარი გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები