გარემოს დაცვის სამინისტრო ინოვაციების პროგრამა „ჰორიზონტ 2020“-ის განსახორციელებლად მუშაობს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ინოვაციების პროგრამის “ჰორიზონტ 2020″-ისათვის საპროექტო განაცხადის მომზადებისა და მისი შემდგომი განხორციელების მიმართულებით მუშაობს.
სამინისტროს ინიციატივით, ევროკომისიის ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს კი მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ მიმართა.
აღნიშნული შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებიდან შერჩეული წარმატებული პროექტები განიხილეს.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, ენერგოეფექტურობის ცენტრი, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა”, საწარმოების ინოვაციური განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ასევე, აგრარული უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები