ისნის დასახლებაში მეორადი ავტონაწილების ბაზრობის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ

ისნის დასახლებაში მეორადი ავტონაწილების ბაზრობის მოვაჭრეები ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ. მიზეზი ის არის, რომ დღეს სამსახურში მისულ მოვაჭრეებს ობიექტი დახურული დახვდათ. თუმცა, მათი განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კარი გაიხსნება, ისინი საქმიანობას აღარ განაგრძობენ. მოვაჭრეების მთავარი მოთხოვნაა, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა მათი ყოველთვიური ქირის გადასახადი შეამცირონ. დღეს, მოვაჭრეები და კომპანია „ტრანს სერვისის“ წარმომადგენელი ერთმანეთს სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ. კომპანიის წარმომადგენლებს საკუთარი არგუმენტები აქვთ. მათი განმარტებით, გადასახადთან დაკავშირებული საკითხის განხილვა არ იგეგმება.
თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები