სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობამ მანდილოსნებს დედის დღე მიულოცა

თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბუთხუზი და დირექტორის მოადგილე მაკა გვარამია ცენტრის პირველ ფილიალს ესტუმრნენ, მანდილოსან თანამშრომლებს დედის დღე მიულოცეს და საჩუქრად ტორტი და ყვავილების თაიგული გადასცეს.
გიორგი ბუთხუზმა ქალბატონებს თავდადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად დაძაბული სამსახურისა, ისინი შესანიშნავ მანდილოსნებად და დედებად რჩებიან. მისივე თქმით, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრი ამაყობს, რომ სასწრაფოში ასეთი პროფესიონალი ექიმი ქალბატონები მუშაობენ.
როგორც “კვირას” სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრიდან აცნობეს, სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებმა ცენტრის ცამეტივე ფილიალი მოინახულეს და იქ მომუშავე ქალბატონებს დღესასწაული ტორტებით და ყვავილების თაიგულებით მიულოცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები