ვახტანგ კაპანაძე მრავალშვილიანი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს ესტუმრა

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მრავალშვიალიანი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაიორმა ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა სოფრომაძესა და მის მეუღლეს მეოთხე შვილის დაბადება მიულოცა. ვახტანგ კაპანაძემ მაია თოფურიას დედის დღის აღსანიშნავად ყვავილების თაიგული მიართვა და ბედნიერი დედობა უსურვა.
ცნობისთვის, ზაზა სოფრომაძე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების G3 ოპერატიული სამმართველოს უფროსია. ახალშობილი სოფრომაძეების ოჯახში მეოთხე ვაჟია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები