ბორჯომში მრავალშვილიან დედებს 150 ლარი ჩაერიცხათ

ბორჯომში ყველა მრავალშვილიან დედას, რომელთა შვილებიც 18 წლამდე არიან, 150 ლარი ჩაერიცხა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამის მიხედვით განხორციელდა. პროგრამა რამდენიმე წელია, რაც მოქმედებს.
“გასულ წლებში ჩვენ საჩუქრების სახით ვულოცავდით მრავალშვილიან დედებს ამ ლამაზ დღესასწაულს. წელს კი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 77 მრავალშვილიან დედას პირად ანგარიშზე ჩაერიცხება თანხა, რომელსაც საჭიროებისამებრ გამოიყენებენ”, – აღნიშნა გამგებელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები