მთის კანონის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთის კანონის ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება და მოსახლეობას საშუალება ექნება, საჭირო ინფორმაცია სამინისტროს წარმომადგენლებისგან პირადად მიიღოს.
კამპანიის ფარგლებში, პირველი საინფორმაციო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დუშეთის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და „საქართვეელოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ გააცნო.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე თენგიზ შერგელაშვილმა დეტალურად ისაუბრა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებზე, სტატუსის მიღების წესზე. სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს, სადაც მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციაა წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები