დიდი დიღმის მოსახლეობა წყლის მილის დაზიანების შედეგად დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობს

დიდი დიღმის მოსახლეობა წყლის მილის გახეთქვის შედეგად დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციით, წყლის 1 400-მილიმეტრიანი ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების შედეგად ოთხი კორპუსი დაიტბორა. მოსახლეობის განმარტებით, მათ გამოიძახეს საგანგებო სამსახური, თუმცა მათ მოთხოვნას მყისიერი რეაგირება არ მოჰყოლია. აღსანიშნავია, რომ დიღომი-ვაშლიჯვრის საუბნო განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, უახლოეს პერიოდში კორპუსებიდან წყალი ამოიტუმბება, ხოლო ზიანის შემთხვევაში დადგინდება ზუსტი ინფორმაცია, რის შემდგომაც გადაწყდება ზიანის ანაზღაურების საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები