კოლეჯი „სპექტრი“ სხვადასხვა სასწავლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს

საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ მიღებას აცხადებს.
რეგისტრაცია ხორციელდება 10 აპრილამდე შემდეგ სასწავლო პროგრამებზე:
ბიზნესის ადმინისტრირება: ბუღალტერი, ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი).
კომპიუტერინგი/ინფორმატიკა: კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი,
ინტერნეტტექნოლოგი.
ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია: ელექტრიკოსი,
ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი.
მშენებლობა: კალატოზი, მეფილე-მომპირკეთებელი, მებათქაშე, მღებავი, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე.
სატრანსპორტო: ავტომობილის ზეინკალი. სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია
დურგალი.
გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება: სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი (III საფეხური), გარემოს დაცვის ტექნიკოსი (IV საფეხური).
სახვითი ხელოვნება: მძერწავი.
რეგისტრაციის მსურველებმა საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;
დიპლომის/ატესტატის ასლი; 2 ფოტო 3×4-ზე.
პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფო დიპლომი.
სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ წარმოადგენს მრავალპროფილიან საზოგადოებრივ სასწავლებელს. კოლეჯი ლიდერია საქართველოში სამშენებლო და ეკოლოგიური მიმართულების სპეციალისტების მომზადებაში. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს მსხვილ, წამყვან ქართულ და უცხოურ კომპანიებთან, კოლეჯს ჰყავს უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგები, პროფესიული სტუდენტებისათვის არ არსებობს ასაკობრივი ზღვარი. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალია და ყოველწლიურად იზრდება.
ყველა პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით (უფასოდ).
მისამართი: თბილისი, ჭიჭინაძის ქ. #10, აფრიკის დასახლება.
საბუთების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, 10.00 სთ-დან – 18.00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა,
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 240 16 87; 245 63 63 (123);
577 900 448; 577 900 414; 577 752 450; 555 20 70 78; 555 20 70 78; 557 98 92 29; 577 752 474; .
ელფოსტა: spectri.org@gmail.com
ვებგვერდი: www.spectri.org
Facebook: www.fb.com/spectri

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები