ბაბუცა გორდაძეს მკურნალობა ესაჭიროება

მალაიზიაში გასამართლებულ ბაბუცა გორდაძის ახლობლების განცხადებით, ის ავადაა და მას მკურნალობა ესაჭიროება. გორდაძე, წარმოშობით სამტრედიიდანაა, თუმცა ის მკურნალობის მიზნით თბილისში რჩება.
“ის ავად არის და სამკურნალოდ თბილისში დარჩა”, – განაცხადა ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა.
მალაიზიაში ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის გასამართლებული ბაბუცა გორდაძე საქართველოში გუშინ დაბრუნდა. ბაბუცა გორდაძე ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის მალაიზიაში 6 წლის წინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები