ილია მეორე: პუტინს ვუთხარი, რომ დაკარგული ტერიტორიები ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე

ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის დიდი ტკივილია. ვლადიმერ პუტინს ვუთხარი, რომ ეს ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.
პატრიარქმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ევროკავშირში ინტეგრაციასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. პატრიქრქმის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ეს მალე მოხდება. ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის დიდი ტკივილია. მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და მე ვუთხარი მას, რომ ეს ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე. ამ საკითხის, ჭრილობის ღიად დატოვება არ შეიძლება. არასდროს ყოფილა კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის, ეს ხელოვნურად იყო შექმნილი “, – განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები