გიგლა აგულაშვილი მარტვილის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მარტვილის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც “კვირას” სამინისტროდაც აცნობეს, მინისტრმა ადგილობრივებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი ინიცატივა გააცნო.
სააგენტო 5 წლის ვადით, იჯარით გასაცემად მარტვილის კანიონის კეთილმოწყობილ და საექსპულატაციოდ გამზადებულ 280-მეტრიან სანაოსნო მონაკვეთს გაიტანს. აუქციონის საწყისი ფასი ყოველწლიური ბრუნვის 5 % იქნება. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას აუქციონში მონაწილეობის პირობებიც განუმარტა. მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. რეგიონში მოთხოვნა გაიზრდება საოჯახო სასტუმროებზე, კვების ობიექტებზე და სანაოსნო ტრანსპორტის მომსახურებაზე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში, 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები