ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჩემპიონატი გაიმართა

გლდანის გამგეობის კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილების ინიციატივითა და მხარდაჭერით, გლდანის მოსწავლეთა პროფესიული მომზადების კოლეჯში, ჭადრაკში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, ნონა გარფრინდაშვილის, სახელობის ტურნირი გაიმართა. ტურნირში ჩაერთნენ და ერთმანეთს ჩემპიონის წოდების მოსაპოვებლად შეეჯიბრნენ გლდანის რაიონში მდებარე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. 8-დან 12 წლამდე და 12-დან 16 წლამდე -გოგონები და ვაჟები პირველობისთვის იბრძოდნენ.
გამარჯვებულებს ჯილდო და სამახსობრო პრიზები გადასცეს ქ-მა ნონა გაფრინდაშვილმა, საკრებულოს დეპუტატებმა და გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ.
ქ-მა ნონა გაფრინდაშვილმა ხუთ მაგიდაზე ერთდროულად ბლიც შეხვედრა გამართა.
ჩემპიონატზე მოწვეულნი იყვნენ საკრებულოსა და პალამენტის დეპუტატები, სპორტსმენები.
გლდანის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირი მეორე წელია იმართება და ტრადიციად იქცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები