“სპექტრში“ ნათია ლუკავას ორგანიზებით მირქმის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

კოლეჯი “სპექტრი” აგრძელებს პოზიტიურ ღონისძიებებში ჩართვას. კოლეჯის სტუდენტთა სერვისის კოორდინატორის – ნათია ლუკავას ორგანიზებით გაიმართა “მირქმის დღესასწაულისადმი” მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც დასრულდა პროფესიული პედაგოგების დაჯილდოებით. ტრადიციად იქცა და უკვე მესამე წელია პედაგოგთა დაჯილდოება ხდება მათი წახალისების მიზნით.
დაჯილდოვდნენ პედაგოგები: სერგო დარბიაშვილი, თენგიზ ლაბაძე, დარეჯან რუხაძე, ზვიად ქოჩლაძე, გემული ჩხაიძე, ნუგზარ ჭინჭარაული, ნინო ხუციშვილი, ჯემალ ჯანიაშვილი და გივი ლელაშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კოლეჯის სტუდენტები, მათ შორის შშმ/სსსმ პირები, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ სხვადასხვა სახის აქტივობები, წარმოდგენილი იქნა პოეზია, სიმღერა და თეატრალური დადგმა. სტუდენტების ჩართვა აქტიურად მიმდინარეობს კოლეჯის მიერ განხორციელებულ აქტივობებში.
1415179_1109437732413466_8072092230794620225_o
12697173_1109437225746850_8335873274650289271_o
12695069_1109437139080192_5743624737816978101_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები