ნინო გოგუაძე: ბუკა პეტრიაშვილს ერთი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული

“თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ნინო გოგუაძის თქმით, პარტიის გენერალურ მდივანს, ალექსი პეტრიაშვილს ჭრილობები ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.
როგორ გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პეტრიაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, კერძოდ, ქართველი დიპლომატისა და პოლიტიკოსის, ლევან მიქელაძის საფლავზე იმყოფებოდა, რა დროსაც უცნობმა პირებმა ცეცხლსასროილი იარაღიდან ესროლეს.
“ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ჭრილობა აქვს მიყენებული ქვედა კიდურებსა და მუცლის არეში, მას უცნობი პირები საბურთალოს სასაფლაოზე დაესხნენ თავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, დროულად გამოიძიონ მომხდარი“, – განაცხადა გოგუაძემ.
დღეს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
“დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა. შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან. ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები