თეიმურაზ მურღულიამ „მწვანე” ეკონომიკის თანამედროვე კონცეფცია „ეკოჰაბის“ მონაწილეებს გააცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ „მწვანე” ეკონომიკის თანამედროვე კონცეფცია – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში „ეკოჰაბის“ მონაწილეებს გააცნო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკურ აზროვნებაში პარადიგმის ცვლილება, „მწვანე“ ეკონომიკის თანამედროვე პრინციპების დანერგვა და ამ პროცესში ახალგაზრდების როლი – ეს ის საკითხებია, რომელზეც მინისტრის მაოდგილემ ვრცლად ისაუბრა. საჯარო ლექციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ეკონომიკური ექსპერტები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები