რას აცხადებს ცოტნე გამსახურდია მამის ავტოგრაფზე, რომელიც ebay-ზე იყიდება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი – ცოტნე გამსახურდია ინტერნეტმაღაზია ebay-ს საიტზე გამოქვეყნებულ 81 ევროდ შეფასებულ ზვიად გამსახურდიას ავტოგრაფის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც ცოტნე გამსახურდიამ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მას ინტერნეტმაღაზია ebay-ს საიტზე მამის ავტოგრაფის ასეთი ფორმით გამოქვეყნება არ გაჰკვირვებია.
„ამ ინფორმაციას მეც გავეცანი. დღეს სოციალურ ქსელში ვნახე. ზვიად გამსახურდიას უამრავ დოკუმენტზე ჰქონდა ხელი მოწერილი. ჰგავს ზვიად გამსახურდიას ხელწერას, თუმცა რამდენად ავთენტურია, ვერ გეტყვით. არ გამკვირვებია. ზოგადად, ცნობილი ადამიანების ავტოგრაფების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი ყოველთვის იყო და არის“, – აღნიშნა ცოტნე გამსახურდიამ.
თუმცა, „კვირას“ კითხვაზე, რამდენად შეესაბამება ზვიად გამსახურდიას პიროვნების ავტორიტეტს 81 ევრო, ყოფილი პრეზიდენტის შვილმა კომენტარისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტმაღაზია ebay-ს საიტზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ავტოგრაფი იყიდება. მისი ფასი 81 ევროა. განცხადება ინტერნეტმომხმარებელმა Moimoichan-მა გამოაქვეყნა. გამსახურდიას ხელმოწერას ინტერნეტმაღაზიაში თან ერთვის მისი ბიოგრაფია. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1939 წლის 31 მარტს დაიბადა და 1993 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები