თბილისში ათეულობით ავტომანქანის საბურავები დაჭრეს

თბილისში, დაახლოებით 28 ავტომანქანის მფლობელს საბურავები დაჭრილი დახვდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მოხდა.
დაზიანებულია მე-14-ე, მე-15-ე და მე-16-ე კორპუსებში მცხოვრებთა ავტომანქანები.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძება სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
უწყება ავტომანქანების ზუსტ რაოდენობას და დამატებით დეტალებს ოდნავ მოგვიანებით გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები