მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე ვიზიტორთა ცენტრი შენდება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა, სადაც მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოები მხარის რწმუნებულთან, ლევან შონიასთან ერთად დაათვალიერა.
ბუნების ძეგლზე ვიზიტორთა ცენტრი შენდება. ასევე მიმდინარეობს ტურისტული ბილიკების მოწყობის, ხიდების, ნავმისადგომებისა და ბელვედერის სამშენებლო სამუშაოები. რესტავრაცია უტარდება ქვაში ნაკვეთ დადიანების ისტორიულ კიბესა და წყლის წისქვილს. ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები მაისში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები