შსს: მაღაროს ადმინისტრაციაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

ტყიბულში, შახტის ადმინისტრაციასთან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებიან. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
„ტყიბულის რაიონული პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ მაღაროს ადმინისტრაციის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომელთა ნაწილიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა დააზიანეს შენობის ფანჯრები და ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ადგილზე იმყოფებიან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, – აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ გაფიცული მეშახტეები შახტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. ისინი უკვე რამდენიმე დღეა ხელფასების 40%-იან ზრდას ითხოვენ, რაზეც ადმინისტრაცია უარს აცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები