№82 სკოლაში „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

თბილისის №82 საჯარო სკოლაში „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს საყვარელ წიგნებს უკითხავდნენ.
ღონისძიებაში მოსწავლეების მშობლებიც მონაწილეობდნენ.
სასწავლო დაწესებულებაში შეხვედრა გაიმართა პოეტ მაკა ბლიაძესთან და სამგორის გამგეობის განათლების განყოფილების უფროსთან, ბექა მაყაშვილთან, რომლებმაც ბავშვებთან ერთად წაიკითხეს მათ მიერ შერჩეული ზღაპრები.
მაკა ბლიაძემ მოსწავლეებს საკუთარი შემოქმედება გააცნო და, ზოგადად, პოეზისა და წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა. პატარებმა თავადაც წაუკითხეს ავტორს მისი ლექსები.
პოეტმა სკოლაში სტუმრობა დადებითად შეაფასა. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ ბავშვებთან ვიზიტი „წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს“ დაემთხვა.
„პოეტისთვის ყველაზე დიდი შემფასებელი მკითხველია. ბედნიერებაა, როდესაც შენს შემოქმედებას სხვა კითხულობს და ამას ისმენ. მაგრამ უფრო დიდი სიამოვნებაა, როდესაც ლექსს ყველაზე წრფელი და ერთგული პატარები კითხულობენ.
ადამიანს ბავშვობიდან ბევრის სწავლა შეუძლია. მიხარია, რომ „წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს“ პატარებთან ერთად შევუერთდი. შეხვედრა ნაყოფიერი იყო, დავგეგმეთ ერთობლივი პროექტები. ჩვენ წიგნმა შეგვახვედრა და ეს შეხვედრა აუცილებლად ტრადიციად იქცევა“,- განაცხადა მაკა ბლიაძემ.
ღონისძიების ფარგლებში ამავე სკოლის მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი წიგნების გამოფენაც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები