ჯაბა სამუშია 25 თებერვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თემქის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა სამუშია ნუნუ ავაგუმაშვილის კერძო საშუალო სკოლას ეწვია და დაწყებითი კლასის მისწავლეების მიერ 25 თებერვლისადმი მიძღვნილ წარმოდგენას დაესწრო.
ღონისძიებაზე ბავშვებმა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მარო მაყაშვილის გმირობაზეც ისაუბრეს და მისი წერილები წაიკითხეს.
დღესვე სკოლაში ჯაბა სამუშიას პროექტის – ,,საქართველოს ილუსტრირებული ისტორია’’ და ჟურნალ ,,ისტორიანის’’ პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც დეპუტატმა გამომცემლობა „პალიტრა L“-თან ერთად განახორციელა.
საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს, დეპუტატმა 1921 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენები განიხილა და მოსწავლეებს აღნიშნულ პერიდში მიმდინარე ისტორიულ პროცესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
,,შეხვედრა ძალიან ამაღელვებელი იყო. ვფიქრობ, მოსწავლეებთან მსგავს ისტორიულ ფაქტებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, როდესაც დაწყებითი კლასების მოსწავლეები მსგავს ღონისძიებებს ატარებენ და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის შეწირულ გმირებს იხსენებენ’’,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები