ჯაბა სამუშია წიგნების – ,,თულნი’’ და ,,ბოლშევიკების თვალით დანახული საქართველოს ოკუპაცია ‘’ პრეზენტაციას დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ორგანიზებით, შსს აკადემიის საკონფერენციო დარბაზში წიგნების – ,,თულნი’’ და ,,ბოლშევიკების თვალით დანახული საქართველოს ოკუპაცია ‘’ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია, შშს მინისტრის მოადგილეები – დავით ვარდიაშვილი და მერაბ მალანია, ასევე არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, დაღუპულ იუნკერთა შთამომავლები და მეცნიერები ესწრებოდნენ.
დღესვე პრეზენტაციაზე უნიკალურ დოკუმენტურ მასალაზე შექმნილი ფილმის ,,საქართველოს გასაბჭოება’’ ჩვენება გაიმართა. სამუშიას თქმით, 25 თებერვალი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, რომლის იარებს ქართული საზოგადოება დღემდე გრძნობს. ,,1921 წლის 25 თებერვალი არ არის მხოლოდ დამოუკიდებლობის დამხობის დღე და ის თითოეულ ქართველს უნდა ახსოვდეს. 25 თებერვალი მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, რომლის იარებს ქართული საზოგადოება დღემდე გრძნობს, რადგან საბჭოურ მემკვიდრეობასთან ბრძოლა ჩვენს თანამედროვეებს ამ დრომდე უწევთ’’,-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები