შსს-ს აკადემიაში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, 1921 წლის 25 თებერვალს ტაბახმელა-კოჯრის მიდამოებში გმირულად დაღუპული იუნკრების შთამომავლებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები მერაბ მალანია და დავით ვარდიაშვილი, ისტორიკოსები, მკვლევარები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსანტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალების მიხედვით გამოცემული წიგნების პრეზენტაცია მოეწყო. წიგნებში შეკრებილია მოგონებები 1921 წელს წითელარმიელების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, ასევე, მოთხრობილია 13 დამოუკიდებელი სიუჟეტის მქონე ისტორია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანული რაზმების შესახებ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს გასაბჭოების შესახებ შსს-ს არქივის მასალებზე დაყრდნობით გადაღებული დოკუმენტური ფილმი უჩვენეს. აღნიშნულ თემაზე საარქივო ფოტომასალაც გამოიფინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები