გარემოსა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ფინანსური რესურსების მობილიზაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო Holiday Inn- ში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) სამდივნოს ორგანიზებით, რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ბიომრავალფეროვნებისთვის ფინანსური რესურსების მობილიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ აზიის ქვეყნების 30-მდე წარმომადგენელმა მიიღო.
ცნობისთვის, 2016 წლიდან BIOFIN-ის პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანია ქვეყანაში ბიომრავალფეროვნებისათვის ფინანსური საჭიროებების შეფასება და რესურს-მობილიზაციის სტრატეგიის დასახვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები