დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის დადგენილების გადახედვა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გავრცელების მიზნით, არ იგეგმება

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის დადგენილების გადახედვა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გავრცელების მიზნით, არ იგეგმება“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სერგეენკოს თქმით, სამინისტრო პასუხს ვერ აგებს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ.
“დადგენილების შეცვლა, რა თქმა უნდა, არ იგეგმება. ეს არის ქვეყნის ჯანდაცვისთვის და 160 000 ადამიანისთვის გარდამტეხი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ეს პროექტი ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო კონვენციის მონაწილე. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი მოიცავს სამ მნიშვნელოვან ფაქტორს – პრევენცია, პაციენტის განათლება/სტიგმასთან ბრძოლა და საკუთრივ მკურნალობა.
თუ არ იქნა სამივე კომპონენტის ერთობლიობა, საკუთრივ პროექტიც ვერ იქნება. პაციენტებზე, რომლებიც დააკმაყოფილებენ ყველა ამ კრიტერიუმს, რა თქმა უნდა, გავრცელდება“,-აღნიშნა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის დადგენილების გადახედვის ინიციატივით მთავრობას სახალხო დამცველმა მიმართა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N17 მსჯავრდებულს მკურნალობაზე ეუბნებიან უარს იმ მოტივით, რომ არ არის საქართველოს მოქალაქე.
„მე ვფიქრობ, სასჯელაღსრულების სამინისტრო იმსჯელებს ამ საკითხზე. არის სპეციალური კომისია, რომელსაც შეუძლია მსჯელობა კონკრეტულ გამონაკლისებზე და ამისთვის ნამდვილად არ არის საჭირო ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა. იმ პაციენტებზე, რომლებიც ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ, ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ. მათ შეუძლიათ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ჩაერთონ პროექტში”, – განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა 45-მა ადამიანმა უკვე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები