რაგბის კავშირი “ნატახტარისგან” 1 მილიონ ლარს მიიღებს

სოფელ ნატახტარში საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია „ნატახტარს“ შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის თანახმად საქართველოს რაგბის კავშირი კომპანიისგან რაგბის განვითარებისათვის, ჯამში 1 მილიონ ლარს მიიღებს.
მემორანდუმს ხელი „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად, რაგბის კავშირი კომპანიისგან ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს ერთ მილიონ ლარს და ეს თანხა ქართული რაგბის განვითარებას მოხმარდება.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს 2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებისთვის პრემიალური ანაზღაურების გამოყოფას, დამატებით 150 000 ლარის ოდენობით.
როგორც, კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა განაცხადა, ხელშეკრულების თანახმად, რაგბის კავშირი „ნატახტარისგან“ ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს ერთ მილიონ ლარს.
„უკვე რვა წელია, კომპანია „ნატახტარი“ და რაგბის კავშირი ვმეგობრობთ. ჩვენი კომპანიისთის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ურთიერთობა და მეგობრობა გრძელდება. ასევე გეტყვით რამდენიმე დატალს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რაგბის კავშირში ჯამურად გადაირიცხება ერთი მილიონი ლარი, ქართული რაგბის განვითარებისთვის.
დამატებით ბონუსის სახით კი გადაირიცხება 150 000 ლარი ჩვენი ბორჯღალოსნების პრემიალური ანაზღაურებისთვის. ბოლოს კი მინდა შეგახსენოთ, რომ რაგბი ჩვენი თამაშია“, – განაცხადა თორნიკე ნიკოლაიშვილმა.
ასევე დადებითად შეაფასა „ნატახტარისა“ და რაგბის კავშირის ურთიერთობა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.
„ხელშეკრულება ითვალისწინებს მეგობრობის გაგრძელებას, რომელიც დაიწყო რვა წლის წინ „ნატახტართან“. ციფრებში ეს გამოიხატება ერთი მილიონი ლარით 4- წლიანი პროგრამით. ბუნებრივია, ეს თანხა მოხმარდება მთლიანად რაგბის განვითარებას. ნაკრებისთვის „ნატახტარმა“ დამატებით გამოყო საპრემიო ფონდი, ეს არის მსოფლიო ჩემპიონატისთის 150 000 ლარი, რომელიც სრულად მოხმარდება ნაკრების მოთამაშეთა პრემიებით წახალისებას“, – განაცხადა გოჩა სვანიძემ.
კომპანია „ნატახტარის“ სოციალური პასუხისმგებლობისათვის ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებენ. შეგახსენებთ, რომ კომპანია ქართული რაგბის სპონსორი 2008 წლიდანაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები