გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის უფროსმა დოდო გვაზავამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის სამუშაო ოთახი დაეთვალიერებინათ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაცნობოდნენ.
სპეციალისტი ბავშვებს იმ ტექნოლოგიებზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც ამინდის პროგნოზი იქმნება. სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, გარემოს ეროვნულ სააგენტოში უძველესი ისტორიული ხელსაწყოებიც დაეთვალიერებინათ და მათ შესახებ ინფორმაციას გაცნობოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები