ჩუღურეთის მოსახლეობას საგზაო მოძრაობის წესები დაურეგულირდება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე, ასევე ჩუღურეთის რაიონის გამგებელი და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად კლდიაშვილის და დოლიძის ქუჩების კვეთაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ კვეთაზე მოძრაობის წესების დარეგულირების თხოვნით მოსახლეობამ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს მიმართა.
შეხვედრისას რიმა ბერაძეს და რაიონის ხელმძღვანელობას მაცხოვრებლებმა ვითარება დეტალურად გააცნეს და საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფით გამოწვეულ საფრთხეებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული საკითხის მოგვარება შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებთან თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი.
,,სწორედ ამ მიზნით ჩემ გვერდით იმყოფება კოლეგა, საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე, რომელიც ამ დარგის ექსპერტია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ პროფესიონალებთან თანამშრომლობისთვის’’,- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საკითხის არსში დეტალურად გარკვევისა და შესწავლის მიზნით, საკრებულოში შეხვედრა გაიმართება, სადაც სპეციალისტები პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები