თუ „ჰუმანითი ჯორჯიას“ წამლები უფრო იაფი იქნება, ვიდრე ბაზარზე არსებული მედიკამენტები, ასეთ წამალს აუცილებლად დავნიშნავ”

კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ მაღალხარისხიანი მედიკამენტების შეძენა შეღავათიან ფასად ქართულ სააფთიაქო ქსელებში უკვე შესაძლებელია.
„ჰუმანითის“ მედიკამენტების ხარისხი დადასტურებულია საერთაშორისო სერტიფიკატებით და იგი აკმაყოფილებს GMP-ს მოთხოვნებს.
თავდაპირველად კომპანია საქართველოში იაფი წამლების იმპორტს მოახდენს, ხოლო შემდეგ იგეგმება ფარმაცევტული ქარხნის აშენება და აქ წარმოებული მედიკამენტების ექსპორტი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა თავსებადი ორიგინალური კომბინაციების, ე.წ. ჯენერიკული მედიკამენტების შემუშავება.
ექსპერტების თქმით, „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
„დავით გაგუას კლინიკის“ მიმღები განყოფილების გამგე, მეან-გინეკოლოგი პაატა მახარაშვილი გამოეხმაურა საქართველოში „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლის ფაქტს.
„მე მაინც ევროპულ ხარისხს ვანიჭებ უპირატესობას, თუ დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად ბრენდული პრეპარატია, ვყიდულობ. დღეს ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მის ფასსაც ვითვალისწინებ, ოქროს შუალედი უნდა იქნას ნაპოვნი წამლის ხარისხსა და მის ფასს შორის, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს და პაციენტმა შეძლოს წამლის ყიდვა“, – აცხადებს პაატა მახარაშვილი.
რაც შეეხება „ჰუმანითი ჯორჯიას“, კარგია, თუ ხარისხი გარანტირებული იქნება და კომპანია პასუხისმგებლობას აიღებს ხარისხზე. თუ მათი წამლები იაფი იქნება, ვიდრე აქამდე ბაზარზე არსებული მედიკამენტები, რა თქმა უნდა, ასეთ წამალს აუცილებლად დავნიშნავ,“ – განაცხადა პაატა მახარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები